Бесплатное приложение для детей. თუ თქვენ არასტანდარტული გადაწყვეტილებებლის მოყვარული ხართ, მაშინ ჭერის დაგეგმვაშიც შესაბამისად უნდა იქნას განხორციელებული ასეთი მისწრაფებები, შესაბამისად Teqtum-ის გასაჭიმი ჭერი სწორედ მსგავსი დიზაინისთვის არის განკუთვნილი. ნებისმიერი სხვა მასალა ვერ მოგცემთ მსგავს შეუზღუდავ თავისუფლებას დიზაინის შექმნაში.
მოთხოვნის შემთხვევაში, შეგიძლიათ გააერთიანოთ ფორმები, ფერები, აირჩიოთ განათების სისტემები საცხოვრებელი სივრცის ინტერიერის შესაბამისად. შედეგად, თითოეულ ოთახს ექნება მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი უნიკალური სტილი.
Teqtum-ის ჭერი, რომელიც მორგებულია თქვენს საჭიროებებზე, დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან და აკმაყოფილებს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს.
დიზაინის ახალი შესაძლებლობები და ჯანსაღი, კომფორტული მიკროკლიმატი სახლის მფლობელებს აძლევს შეუზღუდავ შესაძლებლობებს, რომ თავს უსაფრთხოდ იგრძნონ.
ინოვაციური ფირი Teqtum EURO აკმაყოფილებს ევროკავშირის ქვეყნების ყველა მოთხოვნას გარემოსდაცვითი, უსაფრთხოების, მექანიკური სიმტკიცისა და თბომედეგობის თვალსაზრისით. გამოყენებისას არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს და უსიამოვნო სუნს.
Teqtum-ის ტილოს მასალა აკმაყოფილებს ევროკავშირის ქვეყნების ყველა მოთხოვნას გარემოსდაცვითი, უსაფრთხოების, მექანიკური სიმტკიცისა და თბომედეგობის თვალსაზრისით, გამოყენებისას არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს და უსიამოვნო სუნს. ტესტირებისა და შემოწმებების შედეგების საფუძველზე, Teqtum-ს მიენიჭა უფლება მარკირების შესრულებაზე
Teqtum Euro წარმოადგენს 5 მეტრი სიგანის მასალას, რომელმაც წარმატებით ჩააბარა რთული ტესტები და მიენიჭა CE (ევროპული შესაბამისობის) მარკირება.
ევროპული კანონმდებლობის მიერ მინიჭებული აქვს უმაღლესი რეიტინგი აქროლვადი ორგანული ნაერთების ემისიის და შიდა გარემოში არსებული ჰაერის ხარისხის მაჩვენებლის თანახმად.
ქიმიური ნივთიერებების რეგისტაცია, შეფასება და ავტორიზაცია.
საშიში ნივთიერებების გამოყენების აკრძალვის რეგულაციები.
ფირის გამოცდა განხორციელდა ცნობილი ევროპული გაერთიანების DIN EN 71 დირექტივის თანახმად ბავშვთა უსაფრთხოების შესახებ.
TEQTUM EURO-მ გაიარა შემოწმება ევროპული სტანდარტის EN 13501 შესაბამისად.
ამ ტესტების შედეგების საფუძველზე ჩვენი TEQTUM EURO მასალა კლასიფიცირდება, როგორც:
რას ნიშნავს ეს?
აალებადობა: ევრო B კლასი არის ძნელად აალებადი მასალა, რომელიც ხელს არ უწყობს ალის გავრცელებას.
დაკვამლიანება: ქვე-კლასი S1 – ძალიან მცირე რაოდენობის კვამლი.
წვის წვეთების წარმოქმნა: D0 ქვე-კლასი — არ წარმოიქმნება.
მხოლოდ სერტიფიცირებული Teqtum-ის ოსტატი იძლევა 10-წლიან გარანტიას ტილოზე. შეამოწმეთ მემონტაჟის სერტიფიკატის ნომერი ან დაასკანერეთ QR-კოდი მის მაგნიტზე.